უბედური შემთხვევა რუსთავში: შენობის დემონტაჟს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

მამაკაცი ერთ-ერთ ოჯახს საკუთარი სახლის დემონტაჟში ეხმარეობოდა, რა დროსაც კედელი ჩამოიშალა და მამაკაცი მოიყოლა
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. რუსთავში შენობის დემონტაჟის დროს კედლის ჩამოშლას 30 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება „პირველი არხი“.

შემთხვევა რუსთავში ოსტროვსკის ქუჩაზე დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, საკუთარ ეზოში სადემონტაჟო სამუშაოებს ოჯახის წევრები და მათთან დასახმარებლად მისული ახალგაზრდა მამაკაცი ახორციელებდნენ, რა დროსაც კედელი ჩამოიშალა და მამაკაცი მოიყოლა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.