ჩაკვეტაძის ბრწყინვალე დაბრუნება, ქართული ფეხბურთის იმედი და ოლიმპიადის დაკარგული საგზური

ქართველმა ფეხბურთელებმა გასულ კვირას თავი გამოიჩინეს. კალათბურთელების უმნიშვნელო წაგება სერბებთან და წყალბურთის ნაკრების წარუმატებელი კვირა. გასული კვირა სანაკრებო კუთხით დატვირთული გამოდგა.
Sputnik

საქართველოს ნაკრები ახალგაზრდა სპეციალისტმა ჩაიბარა. მარტის სანაკრებო თამაშებამდე ოქრიაშვილი და ჩაკვეტაძე მოედანს ხმაურიანად დაუბრუნდნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები რამდენიმე თვის განმავლობაში უმწვრთნელოდ იყო. გულშემატკივარში კი მღელვარება ბოლო დროს კიდევ უფრო მატულობდა, რადგან ნაკრებს მარტში უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის. გასულ კვირას ფეხბურთის ფედერაციამაც „დაგვდო პატივი“ და ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად ახალგაზრდა ფრანგი სპეციალისტი ვილი სანიოლი დანიშნა.

ჩაკვეტაძის ბრწყინვალე დაბრუნება, ქართული ფეხბურთის იმედი და ოლიმპიადის დაკარგული საგზური

სანიოლს დიდი სამწვრთნელო გამოცდილება არ უმაგრებს ზურგს, რასაც მის სათამაშო კარიერაზე ვერ ვიტყვით. ვილი დიდი ხნის განმავლობაში მიუნხენის „ბაიერნის“ უცვლელი მოთამაშე გახლდათ. ასევე ხშირად ენდობოდნენ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებშიც, თუმცა ჩვენ მისი ახალგაზრდობის წლები ნაკლებად გვაინტერესებს. რაც შეეხება მის სამწვრთნელო კარიერას, ვილის თავდაპირველად საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრები ანდეს, რაც სახუმარო საქმე ნამდვილად არაა. ფრანგი სპეციალისტის პირველი სამწვრთნელო ნაბიჯები საკმაოდ წარმატებული გამოდგა. მან ახალგაზრდა ფრანგებთან ერთად რვა ჩატარებული მატჩიდან ექვსი მოიგო, ორი კი ფრედ დაასრულა. წაუგებელი სერიის შემდეგ სანიოლი ფრანგულ „ბორდოში“ მიიპატიჟეს. საფრანგეთის ერთ-ერთ გრანდს ახალგაზრდა სპეციალისტი 88 შეხვედრაში გაუძღვა, აქედან 35-ჯერ იმარჯვა, 27 ფრედ ითამაშა, ხოლო 26-ჯერ დამარცხდა. იმედი ვიქონიოთ, რომ ნაკრების ახალი მწვრთნელი საქართველოს საფეხბურთო მწვერვალზე მალევე დააბრუნებს.

ჩაკვეტაძის ბრწყინვალე დაბრუნება, ქართული ფეხბურთის იმედი და ოლიმპიადის დაკარგული საგზური

მარტში გასამართ შეხვედრებს მხოლოდ მწვრთნელი ვერ მოიგებს და მოდით ქართველი ფეხბურთელების სათამაშო ფორმასაც გადავხედოთ. გასულ კვირას მოედანს ბურთს მონატრებული გიორგი ჩაკვეტაძე დაუბრუნდა, რომელმაც ბელგიური „გენტის“ სარეზერვო შემადგენლობაში იასპარეზა და გოლიც გაიტანა. „გენტის“ მეორე გუნდი სპარინგ-მატჩში „მოუსკრონს“ დაუპირისპირდა და არასაფეხბურთო ანგარიშით 9:2 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში გიორგიმ თავის გამოჩენა გატანილი თერთმეტმეტრიანის შედეგად შეძლო. ქართული ფეხბურთის ქომაგს კარგად ემახსოვრება „ჩაკვეს“ შესაძლებლობები და იმედია ტრავმებით დატანჯული ქართველი ვარსკვლავი სანაკრებო შეხვედრებს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

ჩაკვეტაძის ბრწყინვალე დაბრუნება, ქართული ფეხბურთის იმედი და ოლიმპიადის დაკარგული საგზური

ხმაურიანი გამოდგა თორნიკე ოქრიაშვილის დაბრუნებაც, რომელმაც ტრავმის გამო ზუსტად 100 დღე იუქმა. მან კვიპროსის ჩემპიონატის 25-ე ტურში „პარალიმნის“ წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა. ფამაგუსტას „ანორთოსისმა“, რომელსაც თემურ ქეცბაია წრთვნის აღნიშნული მატჩის მოგება თორნიკეს გოლებით მოახერხა. „ოქრიმ“ 28-ე წუთზე პენალტის ნიშნულთან მისულ გიორგი ქვილითაიას ბურთი „ხელიდან გამოგლიჯა“ და საკუთარ გუნდი წინ გაიყვანა. „პარალიმნიმ“ სხვაობა მალევე გაქვითა, თუმცა მეორე ტაიმში გოლებს მოწყურებულმა თორნიკემ კიდევ ერთხელ შეაგდო და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ქართულ კლუბებს რაც შეეხებათ, თურქულ შეკრებაზე თავისი მორიგი შეხვედრა გამართა ბათუმის „დინამომ“. ზღვისპირელები ყაზახურ „ორდაბასს“ დაუპირისპირდნენ და უხვგოლიან მატჩში ანგარიშით 4:2 დამარცხდნენ. „პირატების“ მხრიდან თავი ჯიღაურმა და მამუჩიშვილმა გამოიჩინეს, თუმცა მათი ძალისხმევა მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ჩაკვეტაძის ბრწყინვალე დაბრუნება, ქართული ფეხბურთის იმედი და ოლიმპიადის დაკარგული საგზური

მნიშვნელოვანი სიახლეები გავრცელდა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ ვაკო ყაზაიშვილზეც. ქართველი შემტევი ნახევარმცველი კარიერას სამხრეთ კორულ „ულსან ჰიუნდაიში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. ვაკო ბოლოს ამერიკული „სან ხოსეს“ ღირსებას იცავდა, თუმცა ცოტა ხნის წინ მან ამერიკული კლუბი თანამემამულე გურამ კაშიასთან ერთად დატოვა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მარცხი ლიდერების გარეშე და ქართველი კალათბურთელების გასული კვირის შედეგი საზღვარგარეთ

სერბები საქართველოში რევანშის ასაღებად ჩამოვიდნენ და დასახულ მიზანს მარტივად მიაღწიეს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „ევრობასკეტის“ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისური ბაბლი წარუმატებლად დაიწყო. არასრული შემადგენლობით მყოფ საქართველოს ნაკრებს ლიდერების მოედანზე არ ყოფნა საწყის წუთებშივე დაეტყო. ჩვენი ნაკრები შეხვედრის სტარტზე გუნდური ჯარიმებით დაიტვირთა, რითაც სერბებმა ისარგებლეს და სოლიდური ფორა მოიპოვეს. საქართველომ მატჩში წინ გასვლა მხოლოდ ერთხელ მოახერხა, როდესაც დუდა სანაძის წყალობით ჩვენმა ნაკრებმა ანგარიში 16:15 გახადა. მიუხედავად ამისა შეხვედრის მესამე მეოთხედში აშკარა გახდა, რომ სერბები მოსაგებად ყველაფერს გააკეთებდნენ. მეტოქე გუნდმა მესამე ტაიმის დასაწყისშივე რამდენიმე ჩაგდებული სამ-ქულიანით წინ გასვლა მოახერხა, ისინი პარალელურად დაცვაშიც ძალიან კარგად ირჯებოდნენ. ქართველმა კალათბურთელებმა სერბების სათამაშო ტემპს საბოლოოდ ვერაფერი მოუხერხეს და ჩვენი ნაკრები სამწუხაროდ დიდი ანგარიშით 66:92 დამარცხდა. მიუხედავად დასანანი მარცხისა საგანგაშო არაფერია, რადგან ჩვენი ნაკრები „ევრობასკეტის“ ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანაა და შესაბამისად ჩვენთვის საკვალიფიკაციო ეტაპს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა გააჩნია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ განსხვავებით საქართველოსგან სერბეთს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად თამაში აუცილებლად მოსაგები ჰქონდა, რისთვისაც ძალები ნამდვილად არ დაუზოგავთ.

ჩაკვეტაძის ბრწყინვალე დაბრუნება, ქართული ფეხბურთის იმედი და ოლიმპიადის დაკარგული საგზური

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი იგორ კოკოშკოვი, რომელიც ამჟამად სერბების მთავარი მწვრთნელია, თამაშს არ დასწრებია. კოკოშკოვი პარალელურად თურქული „ფენერბაჰჩეს“ დამრიგებელია და სწორედ კლუბთან ერთად „ევროლიგის“ მატჩზე იმყოფებოდა.

ჩვენი ნაკრები შემდეგ შეხვედრას ფინეთთან გამართავს, რომელიც 21 თებერვალს 19:00 საათზე დაიწყება.

„მე ლიდერი ვარ, ამიტომაც ყველაფერი საკუთარ თავზე ავიღე!“ - ეს კომენტარი სანდრო მამუკელაშვილმა NCAA-ში მორიგი გამარჯვების შემდეგ გააკეთა.

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში (NCAA) „სეტონ ჰოლმა“ გამარჯვება კვლავ ქართველი კალათბურთელის წყალობით მოახერხა. სანდროს გუნდი საკუთარ კედლებში „დეპოლ ბლუ დემონსს“ დაუხვდა და წაგებული პირველი ტაიმის (27:31) შემდეგ, მეტოქის დამარცხება მაინც შეძლო (60:52). მამუკელაშვილმა მოედანზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მან თითქმის შეუცვლელად – 38 წუთი ითამაშა და 25 ქულა, 11 მოხსნა (4 შეტევაში), 4 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩის შემდეგ საქებარი სიტყვები არ დაიშურა „სეტონ ჰოლის“ მთავარმა მწვრთნელმა კევინ ვილარდმა, რომელიც ქართველი კალათბურთელის მადლიერი ნამდვილად უნდა იყოს.

„შესვენებაზე მამუს საკმაოდ მკაცრად ვესაუბრე და ამან შედეგი გამოიღო. ის შესვენების შემდეგ ძალიან მოტივირებული და ფოკუსირებული გამოვიდა. სანდრომ ნამდვილი ლიდერის მანტია მოისხა. ის მაღალი კლასის კალათბურთელია და ამას უდიდესი შრომის ხარჯზე მიაღწია”, - აღნიშნა ვილარდმა.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მამუკელაშვილს ამჟამინდელ კლუბში 1004 ქულა მოუგროვდა და გუნდის ისტორიაში 45-ე მოთამაშე გახდა, ვინც 1000-ქულიან ზღვარს გადააბიჯა.

მამუკელაშვილისგან განსხვავებით სათამაშო დრო კვლავ არ ეძლევა NBA-ში მოასპარეზე ერთადერთ ქართველ კალათბურთელ გოგა ბითაძეს. ბითაძის „ინდიანამ“ მორიგი რთული გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ქართველი მოედანზე წამითაც არ გვინახავს. „ინდიანა პეისერსმა“ NBA-ს მორიგ მატჩში „ტიმბერვულვზს“ ოვერტაიმში 134:128 სძლია.

ქართველი წყალბურთელების ოლიმპიური ოცნება ხორვატებმა დაანგრიეს

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის ბრძოლა ჯგუფურ ეტაპზე საბერძნეთთან მატჩით დაიწყო და დასანანი მარცხი იწვნია. ქართველებმა უძლიერეს ბერძნებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და გამარჯვების მოსაპოვებლად ძალიან ცოტა დააკლდათ. ბერძნებთან მარცხის შემდეგ (10:11) ქართველებმა ხასიათი კანადასთან მოგებით გამოიკეთეს. ჩვენებურებმა მეტოქე გუნდს არაფერი დაუთმეს და ანგარიშით 14:11 დაამარცხეს. ქართველებმა მეოთხედფინალური ეტაპის საგზური ბრაზილიასთან გამარჯვებით მოიპოვეს (12:8), რის შემდეგაც ჯგუფის ბოლო მატჩში მონტენეგროსთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ (11:9).

დეიან სტანოევიჩის საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალში გამოცდილ ხორვატიის ნაკრებთან ვერაფერი შეძლეს და მატჩის აშკარა ფავორიტთან დიდი ანგარიშით (15:9) დამარცხდნენ.

ქართველ წყალბურთელებს განსხვავებით ჯგუფური ეტაპის შეხვედრებისა თამაში გაცილებით მაღალი კლასის მეტოქესთან მოუწიათ, რაც შედეგზეც აისახა. შედარებით თანაბარი ბრძოლა მხოლოდ შეხვედრის პირველ მეოთხედში ვიხილეთ, როდესაც საქართველო მარკო ელეზისა და ნიკა შუშიაშვილის გოლებით მცირე ხნით 2:1 დაწინაურდა, მაგრამ ბალკანელებმა უპირატესობა მალევე მოიპოვეს. გარდამტეხი აღმოჩნდა მატჩის მეორე პერიოდი, რომელიც ხორვატიამ 6:1 მოიგო და თამაშის ბედი გადაწყვიტა. ამის შემდეგ თამაშში დარჩენილმა წუთებმა ფორმალური ხასიათი მიიღო, ჩვენს ნაკრებს სხვაობის შემცირების შანსიც კი არ მიუღია.

ეთერ ლიპარტელიანმა ქართული ძიუდოს ისტორია დაწერა, ოლიმპიური ჩემპიონი კი მსაჯებმა დაგვიჩაგრეს

ძიუდოში თელ-ავივის გრანდ სლემის პირველ საჭიდაო დღეს ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი გავიდა: თემურ ნოზაძე (60კგ), გიორგი ბაზანდარაშვილი (66კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (66კგ), მარიამ ჯანაშვილი (52 კგ), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).

ჩაკვეტაძის ბრწყინვალე დაბრუნება, ქართული ფეხბურთის იმედი და ოლიმპიადის დაკარგული საგზური

ქართველებიდან წარმატების მიღწევა მხოლოდ ეთერ ლიპარტელიანმა და თემურ ნოზაძემ შეძლეს, რომლებმაც ტურნირი მედლებით დაასრულეს, ოთხი ქართველი ძიუდოისტი კი ასპარეზობას ნაადრევ ეტაპზე გამოეთიშა.

ეთერ ლიპარტელიანმა გრანდ სლემზე ასპარეზობა ბრწყინვალედ დაიწყო. მან რუსი მეტოქე დიანა ჯიგაროსი იპონით 11 წამში დაამარცხა და კარგი სტარტის შემდეგ პოლონელ ანა კუჩერასაც მოუგო. ლიპარტელიანისთვის უნგრელ კარაკსთან მეოთხედფინალური შეხვედრა საკმაოდ მძიმე გამოდგა (8 წუთი და 54 წამი), რამაც ნახევარფინალში თავი იჩინა. სამწუხაროდ, ეთერმა ტიმნა ნელსონ ლევისთან მარცხით ფინალში გასვლა ვერ მოახერხა და ბრძოლა ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა. ლიპარტელიანმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში პოლონელ იულია კოვალჩიკს აჯობა, რითაც პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც გრანდ სლემზე მედლის მოგება შეძლო.

ჩაკვეტაძის ბრწყინვალე დაბრუნება, ქართული ფეხბურთის იმედი და ოლიმპიადის დაკარგული საგზური

მსგავსად ლიპარტელიანისა ფანტასტიკური სტარტი ჰქონდა თემურ ნოზაძესაც. მან პირველ ეტაპზე ბრაზილიელ ფილიპე პელიმს 49 წამში მოუგო, რის შემდეგაც კიდევ ერთი მეტოქე ჩამოიშორა. ნოზაძემ მესამე ბრძოლაც იპონით დაასრულა და ნახევარფინალში უკრაინელ არტემ ლესიუკს დაუპირისპირდა, რომელსაც დამატებით დროში ვაზარით აჯობა. ფინალში გასული ქართველი ძიუდოისტი სამწუხაროდ აზერბაიჯანელ მოჭიდავესთან დამარცხდა და ნოზაძე ვერცხლის მედალს დასჯერდა.

გრანდ სლემის მეორე საჭიდაო დღეს ტატამზე ოთხი ქართველი ძიუდოისტი ვიხილეთ: ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ნუგზარ ტატალაშვილი (73კგ), ლუკა მაისურაძე (81კგ) და ვლადიმერ ახალკაცი (81კგ).

მედლის მოპოვება კი მხოლოდ ერთმა ძიუდოისტმა შეძლო. ნუგზარ ტატალაშვილმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში შვედი მოწინააღმდეგე დაამარცხა და დიდხნიანი პაუზის შემდეგ გრანდ სლემზე მედალი მოიგო.

ჩაკვეტაძის ბრწყინვალე დაბრუნება, ქართული ფეხბურთის იმედი და ოლიმპიადის დაკარგული საგზური

რაც შეეხება ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა შავდათუაშვილს, ის ტურნირს ისრაელის წარმომადგენელთან შეხვედრით გამოეთიშა. ჭიდაობის მიმდინარეობისას მასპინძელი ქვეყნის ძიუდოისტის გაფრთხილება რამდენჯერმე შეიძლებოდა, თუმცა მსაჯებმა საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღეს და შავდათუაშვილი პასიურობის გამო მედლისთვი ბრძოლას გამოეთიშა. ლაშა გამარჯვების შემთხვევაში ისრაელიდან ბრინჯაოს მედალს წამოიღებდა.

ჩაკვეტაძის ბრწყინვალე დაბრუნება, ქართული ფეხბურთის იმედი და ოლიმპიადის დაკარგული საგზური

გრანდ სლემის ბოლო საჭიდაო დღეს ქართველებიდან პირველი შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის ბექა ღვინიაშვილმა (90კგ) აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან გამართა. ქართველმა საწყის წუთებშივე მსაჯისგან პასიურობისთვის გაფრთხილება მიიღო, რის შემდეგაც ბექამ საგრძნობლად მოუმატა და შედეგმაც არ დააყოვნა, აზერბაიჯანელს ღვინიაშვილმა იპონით მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ამავე წონით კატეგორიაში ფინალში იჭიდავა ლაშა ბექაურმაც, რომელიც ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილს დაუპირისპირდა. ბექაურმა პირველივე წუთზე ვაზარის მოპოვება შეძლო, უპირატესობის შენარჩუნება კი ლაშამ ორთაბრძოლის ბოლომდე მოახერხა და ისრაელში პირველი ქართული ოქროც მოიპოვა.

100კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად ერთმანეთს ქართველები დაუპირისპირდნენ. ორთაბრძოლის შუა ნაწილში ილია სულამანიძემ ონისე სანებლიძის დაგდება მოახერხა, რასაც მისი მხრიდან კიდევ ერთი გდება მოჰყვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ჩაკვეტაძის ბრწყინვალე დაბრუნება, ქართული ფეხბურთის იმედი და ოლიმპიადის დაკარგული საგზური

მძიმე წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბელარუსი მოჭიდავე ალექსანდრ ვახავიაკი დაამარცხა. გურამის აქტიურობას პირველივე წუთზე მოპოვებული ვაზარი მოჰყვა, ხოლო შეხვედრის შუა ნაწილში ქართველმა გოლიათმა კიდევ ერთი გდება შეასრულა, რითაც საქართველოს კიდევ ერთი მედალი შემატა. აღსანიშნავია, რომ თუშიშვილმა ნახევარფინალური ბრძოლა გელა ზაალიშვილთან დათმო, რომელმაც ფინალში რუს ტამერლან ბაშაევთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და საქართველოს მეორე ოქრო აჩუქა. ზაალიშვილმა მოწინააღმდეგე თავისსავე ილეთზე წამოაგო და შეხვედრა ულამაზესი გდებით დაასრულა.