პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები კარვების დადგმის მცდელობას მოყვა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ხუთი ადამიანი
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. პოლიციამ დააკავა ოპოზიციის რამდენიმე აქტივისტი, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ კარვების დადგმას ცდილობდნენ.

აქცია დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

„კარვების ფობია უნდა დასრულდეს“ - აქტივისტმა პარლამენტთან პერფორმანსი მოაწყო

კარვების დადგმის მცდელობას აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოყვა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ხუთი ადამიანი.

აქტივისტები ამტკიცებენ, რომ პოლიციის თანამშრომლები უკანონოდ მოქმედებენ და კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრებების თავისუფლებას ზღუდავენ.

პარლამენტთან აქცია გრძელდება. პარალელურად საპარლამენტო კომიტეტებში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი მინისტრობის კანდიდატები სიტყვით გამოდიან.