თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. ნიგერიის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად მის ბორტზე მყოფი ყველა სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
„ვადასტურებთ, რომ ნიგერიის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავმა Beechcraft KingAir B350i, რომელიც რეისს მინას მიმართულებით ახორციელებდა, ფრენის დროს ძრავის გაჩერების შედეგად ავიაკატასტროფა განიცადა. გადაუდებელი რეაგირების სამსახურები ადგილზე იმყოფებიან. სამწუხაროდ, ბორტზე მყოფი შვიდივე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა“, - ნათქვამია ნიგერიის სამხედრო-საჰაერო ძალების Twitter-აკაუნტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ნიგერიის სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის უფროსმა საჰაერო ინციდენტის გამოძიების სასწრაფო გამოძიების ბრძანება გასცა.
ადგილობრივი გამოცემები წერდნენ, რომ ნიგერიის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავს ძრავა გაეთიშა. საჰაერო ხომალდი ავარიული დაშვების შემდეგ მაშინვე აალდა.