კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: დადებითობის მაჩვენებელი, რეგიონები

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 258-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 268.355-ს მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.67%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.6%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.5%, ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით პარტიას ელოდება >>

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9.653 კვლევა ტესტით, მათ შორის 4.697 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4.956 PCR-ტესტით.

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 258 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 132 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო - ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 19, შიდა ქართლი - 16, კახეთი - 16, გურია - 15, ქვემო ქართლი - 8, აჭარა - 7, სამცხე-ჯავახეთი - 5, მცხეთა-მთიანეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
თენგიზ ცერცვაძე: „ორ-სამ კვირაში ყველა შეზღუდვა მოიხსნება...“

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 571 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 261.637-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 10 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.435-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 3.257 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.723 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 735, იმერეთში - 404, აჭარაში - 192.

344 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 96 პირი. აქედან თბილისში - 61, იმერეთში - 9, აჭარაში- 9.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 231 ადამიანი. მათ შორის 126 - თბილისში, 90 - აჭარაში, 14 - იმერეთში, ხოლო 1.303 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 328 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 104, ხოლო აჭარაში - 100.

თვითიზოლაციაში იმყოფება 9.524 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4.841 პირი, იმერეთში - 1.011, აჭარაში - 546.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 258-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 268.355-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.