ხანძარი ელიავას ბაზრობაზე: რა ხდება ამ წუთებში

ბოლო დღეებში ელიავას ბაზრობაზე უკვე მეორე ხანძარი დაფიქსირდა. გასულ კვირაში აქ გაჩენილ ხანძარს მეხანძრეების 12 ბრიგადა აქრობდა
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ელიავას სამშენებლო მასალების ბაზრობაზე ხანძარია, იუწყება ტელეარხი Rustavi 2.

ხანძარი ელიავას ბაზრობაზე - „მწველი“ ფოტოები >>

ზუგდიდში ხანძარს 37 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ტელეარხის მონაცემებით, ხანძარი დაიწყო გუდაუთის ქუჩაზე ავტოსახელოსნოში, რომელიც რკინის ნაკეთობათა საამქროსთან ახლოს მდებარეობს.

ადგილზე ოთხი სახანძრო ბრიგადა მუშაობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ელიავას ბაზრობაზე ხანძარი რამდენიმე დღის წინაც მოხდა. გასულ კვირაში ბაზრობის ტერიტორიაზე სამშენებლო მასალების საწყობი აალდა. ხანძარს 12 სახანძრო ბრიგადა რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდა. ზარალის ოდენობა დღემდე უცნობია.