რუსეთმა COVID-19-ის საწინააღმდეგო მესამე ვაქცინა დაარეგისტრირა

პრეპარატის პირველი 120 ათასი დოზა სამოქალაქო ბრუნვაში მარტის შუა რიცხვებში გავა, ასევე პრეპარატის საექსპორტოდ გატანა იგეგმება
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე ვაქცინა დაარეგისტრირა, იუწყება РИА Новости რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინზე დაყრდნობით.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: დადებითობის მაჩვენებელი, რეგიონები

კრონავირუსის საწინააღმდეგო მესამე რუსული ვაქცინა „კოვივაკი“ ჩუმაკოვის იმუნობიოლოგიური პრეპარატებისა და კვლევების ფედერალურ ცენტრში შეიქმნა.

მიშუსტინის თქმით, პრეპარატის პირველი 120 ათასი დოზა სამოქალაქო ბრუნვაში მარტის შუა რიცხვებში გავა. შემქმნელი საერთაშორისო ბაზრებზე გასვლასაც გეგმავს.

ეს უკვე მესამე ვაქცინაა რუსეთში - გამალეის ცენტრის „სპუტნიკV"-ს და „როსპოტრებნადზორის“ ცენტრ „ვექტორის“ მიერ შექმნილი „ეპივაკკორონას“ შემდეგ.

„კოვივაკი“ - მთლიანი ინაქტივირებული (ზოგჯერ „მოკლულსაც“ უწოდებენ) კორონავირუსის საფუძველზეა დამზადებული. ასეთ პრეპარატებში გამოიყენება ან ხელოვნურად დასუსტებული ვირუსები, რომლებსაც დაავადების გამოწვევა არ შეუძლია, ანდა უკვე მოკლული (ინაქტივირებული) ვირუსები.