ნაქერალას უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო შეზღუდვები დაწესდა

შეზღუდვა ეხება მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტს, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვა ინტენსიური თოვის გამო დაწესდა.