მოსაზრება: რუსეთი და ევროკავშირი – გაყრა და ფლოსტები ფოსტით?

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც მთელი მსოფლიო განიხილავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სენსაციურ განცხადებას.
Sputnik

პაველ დანილინი

როდესაც მას ჰკითხეს, მიემართება თუ არა რუსეთი ევროკავშირთან განხეთქილების მიმართულებით, მან გასაოცარი პირდაპირობით უპასუხა: „თუ კიდევ ერთხელ დავინახავთ, რომ რაღაც სფეროში ისევ წესდება სანქციები, რომლებიც რისკებს უქმნის ჩვენს ეკონომიკას, მათ შორის ყველაზე მგრძნობიარე სფეროებში — დიახ“.

ლავროვის თქმით, რუსეთს არ სურს, „მსოფლიო ცხოვრებისგან“ იზოლირებული აღმოჩნდეს, მაგრამ ამისთვის მზად უნდა იყოს. „გსურს მშვიდობა? ემზადე ომისთვის“, — დაამატა მან.

მოსაზრება: ბორელის რუსეთში ვიზიტი, როგორც დაზვერვა

რუსეთის მზადყოფნა ევროკავშირთან ურთიერთობების გასაწყვეტად — საერთაშორისო არენაზე ტოპ–დონის ახალი ამბავია. ორიოდე დღის შემდეგ სერგეი ლავროვმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პეკა ჰაავისტოსთან საუბრისას დააზუსტა და განმარტა რუსეთის პოზიცია: „ჩვენ მზად ვართ პრობლემებზე მსჯელობისთვის. როცა ეს რუსეთის ინტერესებსაც აკმაყოფილებს, ჩვენ ვთანამშრომლობთ კლიმატური ცვლილებებისა და გარემოს დაცვის საკითხებშიც. მაგრამ ამ ურთიერთობების კარკასი შეგნებულად დაიშალა ბრიუსელის ინიციატივით“.

გარდა ამისა, ლავროვმა ისიც გაიხსენა, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უცხოეთისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა რუსეთიდან შინ დაბრუნების შემდეგ მთელი რიგი არამეგობრული განცხადებები გააკეთა. კერძოდ, ბორელის თქმით, რუსეთმა არ გაამართლა მოლოდინები, ვერ იქცა თანამედროვე დემოკრატიად და სწრაფად შორდება ევროპას.

სინამდვილეში კი, ლავროვის სიტყვებით, ყველაფერი პირიქითაა. ბრიუსელმა თანმიმდევრულად მოშალა აბსოლუტურად ყველა მექანიზმი, რომლებიც პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე არსებობდა. მათ შორის, სამიტები, რომლებიც წელიწადში ორჯერ ტარდებოდა, რუსეთის მთავრობისა და ევროკომისრებისა და ევროკომისიის თავმჯდომარის შეხვედრები, ოცზე მეტი სექტორალური დიალოგი, პარტნიორობისა და თანამშრომლობის საბჭოს ყოველწლიური შეხვედრები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მონაწილეობით.

რუსეთი ევროკავშირთან თანამშრომლობის პირობებს ასახელებს

სხვა სიტყვებით, სერგეი ლავროვმა მიანიშნა, რომ რუსეთს მობეზრდა იმ ბიჭის როლში ყოფნა, რომელსაც სულ უტყაპუნებენ, რომ ტანგოს ორნი ცეკვავენ, რომ საყვარელი ძალით ვერ გახდები. ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ნორმალური კონტაქტების გაწყვეტის ურთიერთობა იყო არა რუსეთის, არამედ თავად ევროკავშირის ინიციატივა. იმის ნაცვლად, რომ ევრობიუროკრატებთან რუსი დიპლომატების სპორადულ კონტაქტებს შედეგი მოჰყვეს, რუსეთის მიმართ ახალი მუქარები და სანქციების ახალი პაკეტის შემოღების შესახებ შანტაჟი ისმის.

გასაგებია, რომ დიალოგის ამგვარ ფორმატს ჯობს, საერთოდ არ იწარმოებოდეს დიალოგი.

ბოლოს და ბოლოს, რუსეთში კარგად ახსოვთ, რომ ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევა სულაც არ არის იმის გარანტია, რომ ბრიუსელი მას შეასრულებს. ევროპელი ბიუროკრატის სიტყვას იმაზე ნაკლები ფასი აქვს, ვიდრე იმ ფურცელს, რომელზეც ისაა ჩაწერილი. ამაზე შესანიშნავად შეუძლია ისაუბროს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელმაც 2014 წლის 21 თებერვალს ევრომაიდანის ლიდერებთან ხელი მოაწერა „შეთანხებას უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის დარეგულირების შესახებ“. შეთანხმების გარანტებად მაშინ მთელი რიგი ევროპელი მაღალჩინოსნები გამოდიოდნენ, აი, რუსეთის წარმომადგენელმა კი უარი თქვა და დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. მართალიც გამოდგა, ვინაიდან ევროკავშირის გარანტიები ფარატინა ფურცელი აღმოჩნდა: ორიოდე დღის შემდეგ ამბოხებულმა ბრბომ უკრაინის პრეზიდენტის რეზიდენცია აიღო და რადის ოპოზიციამ, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევით, იანუკოვიჩი ხელისუფლებას ჩამოაშორა. და პრეზიდენტს ქვეყნიდან გაქცევა მოუხდა.

ლავროვი: რუსეთი მზადაა, ევროკავშირთან ურთიერთობები გაწყვიტოს

ყველაფერი ეს ვარშავის, ბერლინისა და ბრიუსელის ტაშის თანხლებით ხდებოდა. გარანტიებზე ხელმომწერთაგან არც ერთს არ უცდია მათი შესრულება. ის კი არა, ბოდიშიც არავის მოუხდია, უკაცრავად, უხერხულად გამოვიდაო. ყველამ ისეთი სახე მიიღო, თითქოს არანაირი გარანტია არც არსებულა. სხვა რა არის ეს, თუ არა პოლიტიკური შულერობა?

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელსაც ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება ლავროვის სიტყვაში: რუსი მინისტრი საუბრობდა არა მთელ ევროპასთან კავშირის გაწყვეტაზე, არამედ ევროკავშირთან. და ამაშია რუსეთის უმნიშვნელოვანესი მესიჯი. მოსკოვი მკაფიოდ მიჯნავს ორ არსს: ქვეყნებსზედა ევროპულ ბიუროკრატიასა და ევროპის ცალკეულ ქვეყნებს. ევროკავშირის სახით არსებული „მიშენება“ არასანდოა, არამეგობრული, არაადეკვატური და არაკომპეტენტური, და რუსეთი იხრება იმისკენ, რომ საერთოდ არ იქონიოს მასთან საქმე. რაც შეეხება ევროპის ცალკეულ სახელმწიფოებსა და მთავრობებს, მათთან კავშირის გაწყვეტას რუსეთი საერთოდაც არ აპირებს.

ბორელის მსაგვსი ევროპელი ჩინოვნიკები ევროკავშირში შემავალი კონკრეტული ქვეყნების ინტერესებით კი არ ხელმძღვანელობენ, არამედ საკუთარი კორპორატიული ინტერესებით — ვაშინგტონის სურვილების გათვალისწინებით.

სწორედ ამიტომაც ატარებენ ისეთ პოლიტიკურ ხაზს, რომელიც რადიკალურად უპირისპირდება ევროკავშირის წევრი ცალკეული ქვეყნების ინტერესებს. თანაც საუბარია არა მარტო ისეთ დიდ მოთამაშეებზე, როგორებიც გერმანია, საფრანგეთი და იტალიაა. თუმცა, რაღა თქმა უნდა, ეს სამი ქვეყანა სხვებზე მეტს კარგავს ევროკავშირის რუსოფობიული პოზიციის გამო. ამასთან ევროკავშირელ ჩინოვნიკებს ბრიუსელში საერთოდაც არ აღელვებთ, რომ ხელფასებს სწორედ ამ ქვეყნების გადასახადებიდან იღებენ.

ზახაროვა: ევროკავშირმა რუსეთის „საჯარო გამათრახება“ ვერ მოახერხა

ისევ სერგე ლავროვის გამონათქვამებს თუ დავუბრუნდებით, შევნიშნავთ, რომ მოსკოვმა გადაწყვიტა, უარი თქვას რუსეთისთვის საკმაოდ უაზრო და მავნე კონტაქტებზე.

ოდესღაც ამერიკელმა დიპლომატმა ჰენრი კისინჯერმა დასვა ცნობილი კითხვა: „ვის დავურეკო, რომ ევროპას დაველაპარაკო?“ ის იმას გულისხმობდა, რომ აშშ-სთვის ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი ვერ წყდებოდა საერთო ევროპულ დონეზე. და ამიტომაც იყო აუცილებელი ცალკე საუბარი ლონდონთან, ბერლინთან თუ პარიზთან.

გავიდა წლები, მაგრამ, როგორ ჩანს, გეოსტრატეგიულ მასშტაბებში თუ რამ შეიცვალა, ეს მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებებია. აგერ, ლონდონმა ცოტა ხნის წინ დატოვა ევროკავშირი. ბერლინსა და პარიზს სულ უფრო ამძიმებს ევროკავშირის „მეწველი ძროხის“ როლი. და სწორედ ამ მომენტში რუსეთი საქვეყნოდ აცხადებს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებთან და მის ბიუროკრატებთან საქმის დაჭერა კონტრპროდუქტიული და სულელურია. ჯობს ცალკე ელაპარაკო გერმანიასა თუ საფრანგეთს, რაც შესაძლოა ყოველთვის სასიამოვნო არ იყოს, მაგრამ მეტი სარგებელი კი ექნება. ამიერიდან რუსეთი ბრიუსელის გვერდის ავლით იკონტაქტებს მათთან — ერთიანმა ევროპამ ხომ ვერავის იმედები ვერ გაამართლა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს