ყვითელი ამბები

კიმ კარდაშიანმა ქართული ბრენდის ფეხსაცმელი მოირგო – ფოტო

კიმ კარდაშიანმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ვარსკვლავს ფეხზე ქართველი დიზაინერების ულამაზესი ფეხსაცმელი აცვია.
Sputnik

ამერიკელმა ვარსკვლავმა, 40 წლის კიმ კარდაშიანმა ქართული ბრენდის MACH & MACH ფეხსაცმელი მოირგო. კარდაშიანმა „ინსტაგრამის“ „სთორიში” 205 მილიონ ხელმომწერს ამ ფეხსაცმელში გადაღებული ფოტო გაუზიარა და ქართული ბრენდიც მონიშნა.

ცნობისათვის, MACH & MACH ექსპორტზე გადის როგორც ევროპაში, ასევე აზიაში. ბრენდი ქალის სამოსის ხაზს, ფეხსაცმელებს, სათვალეს და ჩანთებს აწარმოებს.

როგორც ცნობილია, აღნიშნულმა ბრენდმა ვარსკვლავების დიდი მოწონება დაიმსახურა – ბრენდის ტანისამოსი კეტი პერიმ და კაილი ჯენერიმ მოირგეს.