ახალი წესები: ერთდროულად ორი პირბადის ტარება ჩეხეთში სავალდებულო ხდება

მანამდე ერთდოულად ორი პირბადის ტარების რეკომენდაცია გასცა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ხელმძღვანელმა როშელ ვალენსკიმ.
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ჩეხეთის ხელისუფლება მოსახლეობას ერთდროულად ორი პირბადის ან სპეციალური რესპირატორის ტარებას ავალდებულებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, იუწყება გამოცემა iDNES ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე იან ბლატნიზე დაყრდნობით.

უფრო მეტს გადაიხდით: პირბადის ტარების რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება

გავრცელებული ინფორმაციით, ერთდროულად ორი ჩვეულებრივი სამედიცინო პირბადის, ან ერთი ნანონაწილაკებიანი ნიღბისა თუ რესპირატორის გაკეთება სავალდებულოა მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა სივრცეებში, სადაც ადამიანების დიდი კონცენტრაცია შეინიშნება.

ამასთან ერთად აღინიშნება, რომ ქსოვილის პირბადეები ჩეხეთში დაცვის საშუალებად აღარ მიჩნევა.

ახალი წესები ქვეყანაში ძალაში ორშაბათიდან, 22 თებერვლიდან შედის.

ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნული ზომები ქვეყანაში „ბრიტანული შტამით“ ინფიცირების გაზრდილ რაოდენობას უკავშირდება.

სააგენტოს მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩეხეთში კორონავირუსით ინფიცირების 11,5 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. უკვე მესამე დღეა, რაც ეს მაჩვენებელი 10 ათასზე მაღალია. ამ დროისათვის მძიმე მდგომარეობაშია COVID-19-ით დაავადებული 1,2 ათასზე მეტი პაციენტი.