ყვითელი ამბები

თბილისში რესტორნები გაიხსნა – ნახეთ როგორი ჩაცმული ზის ეკა კახიანი კაფეში – ფოტო

რამდენიმეთვიანი დახურვის შემდეგ კვების ობიექტებს მიეცათ უფლება, სტუმრები ღია სივრცეში მიიღონ. ცნობილი მომღერალი ასეთ ფორმაში ზის ღია კაფეში.
Sputnik

15 თებერვალს ქვეყნის მასშტაბით კაფე-რესტორნების ღია სივრცეები გაიხსნა. მომღერალ ეკა კახიანის უმცროსმა გოგონამ ქეთო თოფურიძემ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ეკა კახიანს სიცივეში მხოლოდ სახე უჩანს და ისე მიირთმევს კაფეში.

მომღერალი 56 წლის არის და, წლების მიუხედავად, მართლაც შესანიშნავად გამოიყურება. ეკა კახიანს სამი ქალიშვილი სხვადასხვა ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად ამისა, გოგონები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან.

ქალიშვილები წლიდან წლამდე მომღერალ დედას სულ უფრო და უფრო ემსგავსებიან. თავად ეკა კახიანს კი წლები ვერაფერს აკლებს, გამორჩეულია სილამაზით, ხმის ტემბრითა და სამსახიობო ნიჭით.