მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მომღერლის ზურა დოიჯაშვილის ფოტოებს აქვეყნებს და ემშვიდობება. „არ მჯერა და გული მტკივა... შენც წახვედი?“ - უწერენ მომღერალს კომენტარებში.
ზურა დოიჯაშვილს ისრაელიდან საქართველოში 22 თებერვალს ჩამოასვენებენ. დოიჯაშვილების ოჯახის მეგობარი მაია მარხვაშვილი მომღერლის უკანასკნელ დღეებს იხსენებს და როგორც „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში წერს, ზურა ბოლოს უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ფაქტობრივად, საუბარიც აღარ შეეძლო. მარხვაშვილი ასევე წერს, რომ მომღერლის მეუღლემ, ქეთი ვადაჭკორიამ შეუძლებელი შეძლო და ურთულეს მდგომარეობაში მყოფ მეუღლეს, ბოლომდე არ მოშორებია გვერდიდან.
მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 14 თებერვალს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 11 თვის განმავლობაში ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. მომღერალი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. დიაგნოზი გახლდათ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი. როგორც მეუღლე წერდა, ორი კვირის წინ, იანვრის ბოლოს მომღერლის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.
ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელში საცხოვრებლად ორი წლის წინ ოჯახთან ერთად წავიდა და ერთ წელიწადში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.