საქართველოს, აზერბაჯანისა და თურქეთის მინისტრების შეხვედრა ბაქოში გადაიდო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე–პრემიერმა დავით ზალკალიანმა ვიზიტი აზერბაიჯანში გადადო, ეს გადაწყვეტილება პრემიერ გახარიას გადადგომას უკავშირდება
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. ბაქოში 19 თებერვალს დაგეგმილი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გადაიდო, ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში Twitter–ში.

ამის მიზეზია ის, რომ საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრმა, ვიცე–პრემიერმა დავით ზალკალიანმა ვიზიტი აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის გამო გადადო.

გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა

სამმხრივი შეხვედრის გაუქმებასთან დაკავშირებით ვიზიტი ბაქოში ასევე გადადო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

პრემიერმა გიორგი გახარიამ 18 თებერვალს სპეიცალურ ბრიფინგზე თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, მან ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიიღო. მან აღნიშნა, რომ გადადგომის მიზეზი მმართველ პარტიასთან უთანხმოება გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე.

გახარია საქართველოს მთავრობას 2019 წლის სექტემბერში ჩაუდგა სათავეში.