„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე თბილისში - ვიდეო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხუთშაბათს გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ მმართველი პარტიის მთავარ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა
Sputnik

იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ მიმდინარეობდა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე.

დემონსტრანტებმა ადგილზე მიიტანეს ტრანსფარანტები, პლაკატები და სამგლოვიარო გვირგვინები, რითაც მმართველი პარტიის კრიზისულ სიტუაციას გაუსვეს ხაზი.

ჟურნალისტები პოლიტსაბჭოში არ შეუშვეს, თუმცა პირობა მისცეს, რომ მოგვიანებით ყველაფერს ბრიფინგზე შეიტყობდნენ.

როგორც გაირკვა, პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე კვლავ წამოაყენეს ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა, რომელიც ბოლო დრომდე თავდაცვის მინისტრი იყო, ხოლო მანამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.