ქართველი წყალბურთელები ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირის პლეი-ოფში გავიდნენ

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში გაინაღდა ადგილი პირველ ოთხეულში, ხოლო ტურნირის პლეი-ოფში თითოეული ჯგუფიდან ოთხ-ოთხი საუკეთესო გუნდი გადის
Sputnik

თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ვაჟთა წყალბურთის ნაკრებმა ბრაზილია ანგარიშით 12:8 დაამარცხა და ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირის პლეი-ოფში ადგილი გაინაღდა. ტურნირი როტერდამში (ნიდერლანდები) მიმდინარეობს.

საქართველოს ნაკრები მატჩის წინ უკვე ფავორიტად იყო მიჩნეული. დეან სტანოევიჩის შეგირდებმა ეს სტატუსი ჯერ კიდევ თამაშის პირველ ნახევარში დაამტკიცეს და მეტოქე 6:2 დაამარცხეს (ორივე სასტარტო მეოთხედი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა - 3:1).

საქართველოს წყალბურთელებმა როტერდამში მიმდინარე ტურნირზე კანადელებს მოუგეს

ოთხქულიანი უპირატესობის მოპოვების შემდეგ ქართველი წყალბურთელები შესვენების შემდეგ ოდნავ მოდუნდნენ, მაგრამ მესამე ათწუთიანი მონაკვეთი მაინც მოიგეს (2:1). ბრაზილიამ საქართველოს ნაკრებს ღირსეული წინააღმდეგობა მხოლოდ დასკვნით მონაკვეთში გაუწია და ის ანგარიშით 5:4 დაასრულა.

საქართველოს ნაკრების ორმა მოთამაშემ - ნიკა შუშიაშვილმა და მარკო ელაჩამ სამ-სამი გოლი გაიტანეს.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველომ ჯგუფის პირველ ოთხეულში გაინაღდა ადგილი. ტურნირის პლეი-ოფში თითო ჯგუფიდან ოთხი საუკეთესო გუნდი გადის. 

ჯგუფური ეტაპის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრები ჯგუფის ლიდერს - მონტენეგროს შეხვდება. შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს წყალბურთელები როტერდამში მიმდინარე ტურნირზე საბერძნეთთან დამარცხდნენ

ტურნირში ორ ჯგუფად დაყოფილი 12 გუნდი ასპარეზობს. თითოეული ჯგუფიდან მეოთხედფინალში ოთხ-ოთხი საუკეთესო ნაკრები გადავა. ამ ეტაპიდან გუნდებს შორის დაპირისპირება ოლიმპიური სისტემის მიხედვით გაგრძელდება – დამარცხებული ტურნირს გამოეთიშება. ტოკიოს ოლიმპიადაზე საგზურს სამი საუკეთესო ნაკრები მიიღებს.

საქართველოს წყალბურთის ვაჟთა ნაკრები თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მონაწილეობს ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირში, რაც შესაძლებელი გახდა იმის წყალობით, რომ ევროპის ბოლო ჩემპიონატზე საქართველოს გუნდმა მე-10 ადგილი დაიკავა.