აღმოჩნდება თუ არა საქართველო ახალი პოლიტიკური კრიზისის წინაშე? - ვიდეო

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია დღეს თანამდებობიდან გადადგა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე. რა ხდებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გასული ღამით და ამ დილით, იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეოში
Sputnik

დღე ყველა ელოდებოდა, რომ პოლიცია შტურმ მიიტანდა „ნაცმოძრაობის“ ოფისზე ნიკა მელიას დაკავების მიზნით. პოლიცია ოფისთან მივიდა კიდეც და ოფიციალურად წაიკითხა სასამართლოს დადგენილება, მაგრამ მოულოდნელად ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა. გადადგომის მიზეზად გახარიამ მელიას საკითხის გამო მმართველ პარტიასთან უთანხმოება დაასახელა.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი რამდენიმე წუთის შემდეგ განაცხადა, რომ „ენმ–ს“ ლიდერის დაკავების აღსრულება გადადო.