ნატოს მინისტერიალმა ავღანეთის მისიის გაგრძელების შესახებ გადაწყევტილება არ მიიღო

მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ალიანსის მისიას ავღანეთში განიხილავენ აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირების ფონზე
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს ჯერ არ მიუღიათ საბოლოო გადაწყვეტილება ავღანეთის მისიის გაგრძელების შესახებ, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

„ამ ეტაპზე ჩვენ არ მიგვიღია საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენს იქ ყოფნაზე მომავალში. ბოლო ვადის - 1 მაისის მოახლოებასთან ერთად ნატოს ქვეყნები მოქმედებების კოორდინირებას მოახდენენ“, - განაცხადა მან.

მოსაზრება: საქართველო და ნატო – რას აძლევს და რას იღებს იგი

მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ალიანსის მისიას ავღანეთში განიხილავენ აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირების ფონზე. პენტაგონმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულების და ძალების გადაჯგუფების გეგმის შესაბამისად უკვე შეამცირა ავღანეთში დისლოცირებული კონტინგენტი. ამჟამად ავღანეთში ნატოს ძალების 10 ათასზე ნაკლები სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

ნატოს გენმდივანი მიიჩნევს, რომ იქ კვლავ „ძალადობის მაღალი დონე“ რჩება, სამშვიდობო მოლაპარაკებები მყიფეა და ამ ქვეყნის საერთაშორისო ტერორიზმის პლაცდარმად გადაქცევის საშიშროება არსებობს.

ნატოს მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support), რომელიც არასაბრძოლო სტატუსის მატარებელია, ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან იმყოფება. მისიის ფუნქციას ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და მათთვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენს.

საქართველოს მხრიდან მისიაში მონაწილეობს 870-ზე მეტი ჯარისკაცი. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში არიან დისლოცირებული.