ირაკლი კობახიძე: გახარიასგან ვერ მოვისმინეთ არგუმენტები, რაც მის პოზიციას გაამყარებდა
© Sputnik
„გიორგი გახარია იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და სამწუხაროა, რომ მან მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება. ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკანორ მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. ამ საკითხზე გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია. თუმცა არგუმენტები, რომლებიც მის პოზიციას გაამყარებდა, ვერ მოვისმინეთ. ნაწილი გუნდის წევრების აზრი იყო ერთმნიშვნელოვანი – ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, ვერ შედგება როგორც სახელმწიფო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ პრემიერის გადადგომის ფონზე შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას დაკავების პროცესის დროებით გადადების შესახებ იყო ლოგიკური.