თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს დავით უსუფაშვილს და მის მეუღლეს თინა ხიდაშელს კორონავირუსი დაუდგინდათ. ინფორმაცია თავდაცვის ყოფილი მინისტრის „ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.
როგორც ცნობილი ხდება, ინფიცირებულია უსუფაშვილების მთელი ოჯახი. ირკვევა, რომ მთელს ოჯახს კოვიდი ორშაბათს დაუდასტურდათ და მათი მდგომარეობა რთული არაა, მაგრამ არც სახარბიელო.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 365-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 267.313-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 260.266 7 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 539), გარდაიცვალა – 3.399 (ბოლო 24 საათში – 9), კარანტინის რეჟიმშია 252, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.869 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 248 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 17.188 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9.866, PCR–ტესტით – 7.322.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,12%, ბოლო 14 დღის - 2,7%, ბოლო 7 დღის - 2,3%.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.