როგორ შეცვალა თბილისი თოვლმა: დათოვლილი ქალაქის ხედები

Sputnik

თოვლის თბილისში ზოგს სიხარულს ჰგვრის, ზოგს კი საზრუნავს უჩენს. მაგალითად, კომუნალური სერვისების თანამშრომლებისა და მძღოლებისთვის ეს ნამდვილი გამოცდაა, ვინაიდან ამ უკანასკნელთაგან ბევრს ზაფხულის საბურავები ზამთრისთვის განკუთვნილით არც კი შეუცვლია.

მოსახლეობას კი თოვლი ახარებს და სიამოვნებას ჰგვრის — ზოგი გუნდაობს და ზოგიც ფანჯრიდან ტკბება ხანმოკლე თეთრი ხედებით. ხანმოკლე კი იმიტომ რომ, როგორც წესი, თბილისში თოვლი დიდხანს არ რჩება.  

1 / 16
თბილისს თოვლში გადასხვაფერება სჩვევია
2 / 16
თუმცა ეს სახეცვლილება ორიოდე დღეს თუ ნარჩუნდება
3 / 16
მაგრამ იმ დღეს, როცა ბარდნის, თბილისი მთლიანად საოცარ სითეთრეში ეხვევა
4 / 16
და თბილისელებისც, მართალია, მოკლე ხნით, მაგრამ მაინც გრძნობენ ნამდვილი ზამთრის სუნთქვას
5 / 16
თუმცა ბევრისთვის თოვლი უბრალოდ გამოცდაა და არა სიამოვნება
6 / 16
მაგალითად, ავტომობილისტებისთვის
7 / 16
და ფეხით მოსიარულეებისთვისაც
8 / 16
თბილისში ძალიან იშვიათია ისეთი თოვლი, როცა ტრანსპორტი მოძრაობას წყვეტს
9 / 16
ავტობუსები ახლაც ჩვეულებრივად მოძრაობდნენ
10 / 16
ნამდვილი ზამთრი ძეგლებმაც იგრძნეს
11 / 16
განსაკუთრებით აქ - მტკვარზე გადებულ ხიდზე
12 / 16
მშვიდობის ხიდიც კი გადასხვაფერდა თოვლში
13 / 16
ადამიანები ფანჯრებიდან ტკბებოდნენ მონატრებული თოვლიანი ხედებით
14 / 16
ძაღლები კი მშვენივრად გაერთნენ
15 / 16
ჩვენს ქალაქში ბევრი საოცარი პეიზაჟია
16 / 16
და უნდა მოასწროთ, დატკბეთ მისი თოვლიანი ხედებით