ახალქალაქი-კარწახის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო ტრანსპორტის მოძრაობა ქვეყნის გზების ზოგიერთ მონაკვეთზე კვლავ შეზღუდულია
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1–36,5 კმ მონაკვეთზე უამინდობის გამო გუშინ დღიდან ამ დრომდე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მოძრაობა სრულად აღდგა.