ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული: ჯანმო კორონავირუსის მესამე ტალღაზე საუბრობს

სპეციალისტის თქმით, პანდემიის მესამე ტალღა გამორიცხული არაა, თუ ადამიანები სიფრთხილეს არ გამოიჩენენ
Sputnik

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) წარმომადგენელმა რუსეთში მელიტა ვუინოვიჩმა ვერ დაასახელა კორონავირუსის პანდემიის დასრულების თარიღი, იუწყება Sputnik-ბელარუსი.

„სინამდვილეში ის მაშინ დასრულდება, როდესაც ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვა აღარ იქნება ისეთი, რომ ჯანდაცვის სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას უშლიდეს. როდის მოხდება ეს, რთული სათქმელია“, - განაცხადა ვუინოვიჩმა.

კოვიდგადატანილ პაციენტებს ვაქცინის გაკეთება მოუწევთ: ჯანმოს რეკომენდაცია

მისი თქმით, პანდემიის დასრულების შესახებ საუბარი მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც მსოფლიოს ყველა რეგიონში ერთდროულად დაავადებულთა რაოდენობა ეპიდემიოლოგიურ ზღვარს ქვემოდ ჩამოვა.

ამავე დროს ვუინოვიჩმა არ გამორიცხა COVID-19-ის მესამე ტალღა და ივარაუდა, რა შემთხვევაშია ის მოსალოდნელი.

„საკმარისი კოლექტიური იმუნიტეტი ჯერ არ არსებობს, როგორც არ არსებობს ბარიერი. თუ არ გამოვიჩინეთ სიფრთხილე, დიახ, მესამე ტალღა შესაძლებელია. ყველაფერი ადამიანების ქცევაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ვუინოვიჩმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს COVID-19-ის აფეთქება პანდემიად აღიარა. ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების თითქმის 110 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსით გამოწვეული გართულებებისგან 2,3 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.