უამინდობის გამო საქართველოში უშუქოდ ათობით სოფელი დარჩა

ამ დროისთვის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები შემთხვევების ადგილებზე იმყოფებიან და აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ
Sputnik

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. უამინდობის გამო მცხეთა–მთიანეთის რეგიონში ათობით სოფელი დენის გარეშე დარჩა, ნათქვამია რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის განცხადებაში.

დუშეთის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ჭოპორტს, ახატანს, ბულაჩაურს, მლაშეს, წითელსოფელს, ჩარგალს, თვალივს, ანანურს, ჭართალს, გუდამაყარს, დიდველს, ფასანაურის ხეობას, ჟინვალს, არაგვისპირს, ბოდორნას, გრემისხევს. უწყების ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ინტენსიური თოვა გრძელდება.

უამინდობის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 140 შეტყობინება შევიდა

უხვა ნალექმა პრობლემები შექმნა კობსა და გუდაურში, სადაც დაზიანდა 110–მეტრიანი ელექტროგადამცემი ხაზი ფასანაურთან ახლოს ტერიტორიაზე.

რაც შეეხება მცხეთის რაიონს, აქ ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი საგურამო, შანკევანი ,ბურიანი, გალავანი და ჯიღაურა, ნიჩბისი, აღდგომიაანთკარი, წილკანი, ერედა, ფრეზეთი, ქსოვრისი, ძალისი

შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ. პრობლემის ოპერატიულად გადაწყვეტისთვის ელექტროგამანაწილებელმა კომპანია Energo-Pro Georgia–მ რეგიონებში დამატებითი ტექნიკური ჯგუფები გაგზავნა.