ცერცვაძე: კოვიდისთვის დამახასიათებელი ჩივილები გამოჯანმრთელების შემდეგაც ბევრს აღენიშნება

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმ ადამიანებს გამოიკვლევენ, რომლებიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ დაავადებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს ისევ უჩივიან, განაცხადა კლინიკის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
Sputnik
ცერცვაძე: კოვიდისთვის დამახასიათებელი ჩივილები გამოჯანმრთელების შემდეგაც ბევრს აღენიშნება
„ბევრ ადამიანს აღენიშნება გარკვეული ჩივილები კოვიდის გადატანის შემდეგ, ზოგს დაავადების გადატანისთანავე,  ხოლო ზოგს ეს სიმპტომები უვითარდება დაახლოებით ერთი-ორი თვის შემდეგ. ამიტომ ვემზადებით ორი მიმართულებით, პირველი მიმართულება გულისხმობს ძალიან სერიოზული კვლევის ჩატარებას, რომელიც დაიწყება მარტიდან, ხოლო მეორე ჩივილების მქონე პაციენტების სისტემურ მომსახურებას ითვალისწინებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 266.948-ს შეადგენს. მათგან გამოჯანმრთელებულებულია 259.727 ადამიანი.