ლიკა კვარაცხელია, თაკო ჩხეიძე და თიკა ფაცაცია ქართული სამოდელო სფეროს პირველი თაობის ყველაზე წარმატებული მოდელების რიგებს მიეკუთვნებიან. პოდიუმისა და სილამაზის გარდა, მათ ნათესაობაც აკავშირებთ.
ლიკა კვარაცხელიას შვილების ნათლიები არიან თაკო ჩხეიძე და მისი დიპლომატი მეუღლე რუსლან აბაშიძე. კერძოდ, ანა შელიას ნათლიაა რუსლან აბაშიძე, ხოლო ანას ძმა ალექსანდრე თაკომ მონათლა. რაც შეეხება თიკა ფაცაციას, მისი მეორე ვაჟის ნათლიაა ლიკა კვარაცხელია.
ყოფილი მოდელების მსგავსად მეგობრობენ მათი ქმრებიც. ლიკა კვარაცხელიას მეუღლეს მურთაზ შელიას, თაკო ჩხეიძის მეუღლეს რუსლან აბაშიძეს და თიკა ფაცაციას მეუღლეს დავით ანთელიძეს ხშირად შეხვდებით ერთად. ყოფილი მოდელები თავისუფალ დროს ძირითადად ერთად ატარებენ და დასასვენებლად, შვილებთან ერთად დადიან.
ვალენტინობის დღე მეგობრებმა წყალტუბოში აღნიშნეს. თიკა ფაცაციამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტო გამოაქვეყნა და „შესანიშნავი ექვსეული“ დააწერა.
თაკო ჩხეიძის მეუღლე დიპლომატია. წყვილი სამ ვაჟს ზრდის. მისი სილამაზით საზოგადოება ჯერ კიდევ მაშინ მოიხიბლა, როდესაც თინეიჯერი თაკო პოდიუმზე პირველად გამოჩნდა. უმშვენიერესი გარეგნობის მქონე გოგონა ხალხმა მალევე შეიყვარა და ის მცირე დროში საკმაოდ პოპულარული გახდა.
მომღერალი, მოდელი და ახლა უკვე ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. საკმაოდ პატარა, 17 წლის იყო, როცა გათხოვდა, არც მაშინ და არც დღეს პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს. მეტიც, მისი მეუღლის ფოტოებიც ინტერნეტშიც თითქმის არ მოიპოვება. წყვილი სამ ვაჟს ზრდის.
ლიკა კვარაცხელიას მეუღლე ცნობილი ფეხბურთელი მურთაზ შელიაა. წყვილს სამი შვილი - ორი გოგონა და ერთი ვაჟი ჰყავს. მოდელ ანა შელიას საზოგადოება კარგად იცნობს. მის გარდა წყვილს კიდევ ქალ-ვაჟი ჰყავს. ლიკამ კარიერა ოჯახს შესწირა, ახლა სარესტორნო ბიზნესს ფლობს და სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსთან“ თანამშრომლობს.