სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბაქოში გაიმართება

ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან პირისპირ შეხვედრებს გამართავს
Sputnik

 

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა ბაქოში 18 თებერვალს შედგება, იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი“.

შეხვედრაზე საქართველოს წარმოადგენს მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც პირისპირ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან – ჯეიჰუნ ბაირამოვთან და მევლუთ ჩავუშოღლუსთან. 

სამი ქვეყნის დიპლომატმა ერთობლივ განცხადებას და თანამშრომლობის გეგმას მოაწერა ხელი

ანალოგიური ფორმატში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრა 2019 წლის დეკემბერში, თბილისში შედგა, რომელზეც მიღწეული იქნა შეთანხმება მომდევნო შეხვედრის ბაქოში გამართვის შესახებ.

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთა სამმხრივი შეხვედრა პირველად 2012 წლის 8 ივნისს ჩატარდა. მაშინ ხელი მოეწერა ტრაბზონის დეკლარაციას, რომელიც გულისხმობდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობას პოლიტიკის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის სფეროებში. მას შემდეგ შეხვედრები რეგულარულად წელიწადში ორჯერ რეგულარულად ტარდება, თუმცა, 2020 წელს კორონავირუსის პანდენიის გამო იგი გადაიდო.

ბაქოში გამგზავრებამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქეთში საქართველოს ელჩ გიორგი ჯანღღავასთან გამართა შეხვედრა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე სავაჭრო–ეკონომიკური კავშირები და ვითარება რეგიონში.