რიკოთის უღელტეხილზე გამავალი გზა დასავლეთი-აღმოსავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილია, ანუ ევროპის სატრანსზიტო გზა Е-60. ის ევროპის სატრანზიტო დერეფნებს შორის სიდიდით მეორეა. იწყება საფრანგეთის ქალაქ ბრესტში და მთავრდება ყირგიზეთის ქალაქ ირკეშტამში.
საქართველოში Е-60 აზერბაიჯანის საზღვარზე იწყება და შავი ზღვის სანაპიროზე ფოთის პორტის მახლობლად მთავრდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.