კალაძე იმ  მძღოლებს მიმართავს, ვისაც ავტომობილზე ზამთრის სეზონის საბურავები არ აქვს

თბილისში არის ლოკაციები, სადაც „საცობები“ იმის გამო შეიქმნა, რომ ავტომობილებს ზამთრის სეზონის საბურავები არ ეყენათ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე.
Sputnik
კალაძე იმ  მძღოლებს მიმართავს, ვისაც ავტომობილზე ზამთრის სეზონის საბურავები არ აქვს
„მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვინც კერძო ავტომობილით გადაადგილდება, რომ თავი შეიკავონ ქალაქში მოძრაობისგან, თუ მათ ზამთრის სეზონის საბურავები არ უყენიათ. ეს გარკვეულ პრობლემებს უქმნის საზოგადოებას. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლის უსაფრთხოებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქსა და მის შემოგარენში გვიან ღამით დაწყებული თოვა ამ დრომდე გრძელდება. გზებზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და იყრება ტექნიკური მარილი. უამინდობის გამო ავტომობილები ფრთხილად, მაგრამ შეუფერხებლად გადაადგილდებიან.