ყვითელი ამბები

„გაიცანით კოკო“ – გურამ შეროზიამ აფრიკაში ახალი სიყვარული იპოვა? – ფოტოები

გურამ შეროზია, რომელიც საზოგადოებამ როგორც მოგზაური ბლოგერი, ისე გაიცნო, ამჟამად აფრიკაში მოგზაურობს
Sputnik

ფრენების აღდგენის შემდეგ ცნობილმა ბლოგერმა სამოგზაუროდ აფრიკას მიაშურა და სოციალური ქსელის მომხმარებლებს ცხელ სანაპიროზე გადაღებული ფოტოებით და ვიდეოებით ანებივრებს.

როგორც ჩანს, ბლოგერი ფერადკანიანი, ხუჭუჭთმიანი მანდილოსნების მიმართ გულგრილი არ აღმოჩნდა და შორეულ აფრიკაში სიყვარულის ძებნა დაიწყო. რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას ჯერ ერთი გოგონა გააცნო, რომელსაც შემთხვევით პლაჟზე გადააწყდა, თუმცა არჩევანზე არ ჩაციკლულა და რამდენიმე დღეში უკვე მისი ჩამნაცვლებელი მოძებნა.

„იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“. დღეს ძალიან კარგი ადგილიდან დავყრით „სთორებს“ და აქვე: გაიცანით კოკო, არ ვთაგავ უბრალოდ, თუმცა გამომძიებლებს რას გამოვაპარებ, სადაც ის იპოვეს“, – წერს ბლოგერი.

გურამ შეროზია აქტიური ცხოვრებით გამოირჩევა. ბავშვობაში ბევრ რამეზე ოცნებობდა, მათ შორის უცხოეთში მოგზაურობაზე. შეიძლება ითქვას, ყველაზე ნაყოფიერად ეს ოცნება აიხდინა – ამ დროისათვის 60-ზე მეტ ქვეყანაშია ნამყოფი.

გურამ შეროზია სამი წლის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული პროფესიით ფსიქოლოგი ხატია ჯოხარიძე იყო, თუმცა ისინი მალევე დაშორდნენ. წყვილს მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს.