ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ: როგორ ანგრევს ევროკავშირი მოსკოვთან ურთიერთობას

ესტონეთმა ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ ეფექტური პოლიტიკური სანქციების შემუშავებისკენ მოუწოდა
Sputnik

ესტონელი დეპუტატების აზრით, ეს აუცილებელია, რათა მოსკოვმა „უარი თქვას აგრესიულ საგარეო პოლიტიკაზე!. მოსკოვში ესტონელების განცხადება აბსურდად მოიხსენიეს და შეახსენეს, რომ თავად მოწოდებები „სუფთა აგრესიული პოლიტიკაა“. ახალი ანტირუსული სანქციების შესახებ ბრიუსელში ევროპის დიპლომატიის ხელმძღვანელ ჟოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ დაიწყო საუბარი. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დასავლეთი შეზღუდვის საკითხს „მანიაკალური დაჟინებით“ უდგება. რა შეიძლება გამოიწვიოს ამ რიტორიკამ ამჯერად - ჩვენს ვიდეოში გიამბობთ.