ყვითელი ამბები

„საკუთარ თავში არაფერი მომწონდა“ – თიკა ჯამბურიამ აღიარა რა პლასტიკური ოპერაციები გაიკეთა

თიკა ჯამბურია ესთეტიკური სილამაზის მომხრეა და რამდენიმე წელია საკუთარ თავზე აქტიურად მუშაობს. მან დუმილი დაარღვია და ისაუბრა პლასტიკურ ქირურგიაზე, რომელსაც მიმართა. რა გაიკეთა ახალგაზრდა მომღერალმა?
Sputnik

თიკა ჯაბმურიამ „რუსთავი2“-ის გადაცემა „მენტალურ ომებში“ პლასტიკურ ქირურგიაზე ისაუბრა. მისი თქმით, საკუთარი თავის შეყვარება საზოგადოების სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო რთულად შეძლო.

„ძალიან პატარა პერიოდია, რაც საკუთარი თავი მოვიწონე და შევიყვარე. აქამდე საკუთარ თავში არაფერი არ მომწონდა  და ეს იყო ჩემ მიმართ ხალხის დამოკიდებულება. ყოველთვის ხაზს განსაკუთრებულად უსვამდნენ ჩემს წონას. ამ ყველაფერმა ძალიან დამთრგუნა და ჩამკეტა საკუთარ თავში. როგორც კი მივხვდი, რომ ჩემი პრობლემა ეს იყო, გადავაბიჯე ჩემს თავს“, – გულისტკივილით იხსენებს მომღერალი.

პოპულარული მომღერალი ახლა საკუთარ ფორმებზე ზრუნვას არ წყვეტს. უახლეს ფოტოებზე ნათლად ჩანს, თუ როგორ გახდა არტისტი. აღმოჩნდა, რომ ვარსკვლავმა ჯანსაღი ცხოვრების წესს მიმართა. ახლა მის რაციონში მხოლოდ ნატურალური საკვებია. „საკუთარ თავზე მუშაობა რომ დავიწყე და წონაში დავიკელი, ხალხისგან მოწონება დავიმსახურე და მეტად თავდაჯერებული გახვდი. ახლა, სიმართლე რომ გითხრათ, საკუთარი თავი ძალიან მომწონს“, – აღნიშნა თიკამ.

„მხოლოდ და მხოლოდ ბიშექტომია გავიკეთე. ეს არის კბილის ამოღების დონის ოპერაცია და ლოყების დათხელებას გულისხმობს. ინსტაგრამზე ძალიან ხშირად ვადევნებ თვალს მოდელებს – ვინ როგორ გამოიყურება და რა აქვს გაკეთებული. პლასტიკური ოპერაცია იმ მიზნით გავიკეთე, მეგონა ბელა ჰადიდივით წვრილი სახე მექნებოდა, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის“, – განაცხადა არტისტმა.

მომღერალი დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ძველი თუ ახალი სიმღერები სხვადასხვა თაობის მსმენელმა ზეპირად იცის. პოპულარულ მომღერალს სკანდალური ცხოვრება აქვს, ეკრანებზე კი თითქმის აღარ ჩნდება. სწორედ ამიტომ სოციალური ქსელის გვერდი გაააქტიურა. წლების წინ მისი ვიდეოკლიპები და სიმღერები მოწინავე ადგილს იკავებდა. ახლა თიკა ქალიშვილის აღზრდითაა დაკავებული და ერთადერთ შვილს დიდ ენერგიას უთმობს.