რუსულმა ვაქცინამ კორონავირუსის ბრიტანული შტამის მიმართ მაღალი ეფექტურობა გამოავლინა

ვაქცინების — „სპუტნიკ V“-სა და „ეპივაკკორონას“ ეფექტურობა კორონავირუსის ბრიტანული შტამის მიმართ სპეციალურად ჩატარებული შედარებითი კვლევის ფარგლებში დადგინდა, აცხადებს „როსპოტრებნადზორი“.
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ცენტრმა „ვექტორმა“ დაადასტურა რუსული ვაქცინების ეფექტურობა კორონავირუსის ბრიტანული შტამის მიმართ, იუწყება РИА Новости „როსპოტრებნადზორის“ პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

რუსეთმა ბრიტანული შტამის გამოსავლენი ტესტ-სისტემა დაარეგისტრირა

გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრის სპეცილისტებმა სპეციალურად ჩატარებული შედარებითი კვლევის ფარგლებში დაადგინეს ვაქცინების „სპუტნიკ V“-ს და „ეპივაკკორონას“ ეფექტურობა კორონავირუსის ბრიტანული შტამის მიმართ.

„დაცვითი ეფექტი გამოვლინდა ნეიტრალიზაციის რეაქციებში იმ პირებისგან აღებული შრატის გამოყენებით, რომლებიც ვაქცინა „სპუტნიკ V“-თი და „ეპივაკკორონათი“ იყვნენ აცრილები“, — დააზუსტეს უწყებაში.

გაირკვა, რომ აცრილი პირებისგან მიღებული შრატი ეფექტურად ანეიტრალებდა კორონავირუსის როგორც ბრიტანულ შტამს, ისე კორონავირუსს, რომელიც ბრიტანული ვარიანტისთვის დამახასიათებელი მუტაციების ნაკრებს არ შეიცავს“, — ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის ბრიტანული შტამის გამოსავლენად „როსპოტრებნადზორის“ ეპიდემიოლოგიის ცენტრალურ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში მსოფლიოში პირველი ტესტ–სისტემა შეიქმნა.