ყვითელი ამბები

„ქალს ყველაზე მეტად არ უხდება...“ – ნოე სულაბერიძის სკანდალური განცხადება მდედრობით სქესზე

ნოე სულაბერიძე სკანდალური განცხადების გამო შესაძლოა კრიტიკის ქარცეცხლში მოექცეს. ნახეთ რა თქვა ცნობილმა პროდიუსერმა ქალებზე.
Sputnik

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე საჯაროდ ხშირად ეხუმრება კოლეგებს და მეუღლესთან დაკავშირებითაც „ინსტაგრამის“ „ფოლოვერებს“ სახალისოდ პასუხობს. ამჯერად პროდიუსერმა ქალებზე, სავარაუდოდ, იხუმრა, როდესაც ჰკითხეს, რა არ უხდება, მისი აზრით, ქალს ყველაზე მეტად. „ჭკუა“ – დაწერა ცნობილმა პროდიუსერმა.

„პრაიმშოუ“ რამდენიმე წელია ტელეკომპანია „იმედზე“ გადის. მისი პროდიუსერი ნოე სულაბერიძეა, რომელიც ასევე გადაცემის თანაწამყვანია. მასთან ერთად გადაცემა ისეთ ცნობილ ადამიანებს მიჰყავთ, როგორებიც არიან მომღერლები ანრი ჯოხაძე და ნინი ბადურაშვილი, ექიმი ნინო ნადირაძე, მსახიობი ირაკლი მაქაცარია და მოდელი სალომე ღვინიაშვილი.

ნოე სულაბერიძე განსაკუთრებით პოპულარული მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილთან ქორწინების შემდეგ გახდა. წყვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათ საერთო შვილი - ერთი წლის ანა სულაბერიძე ჰყავთ, რომელიც არანაკლები სიყვარულით სარგებლობს საზოგადოებაში.