კოვიდგადატანილ პაციენტებს ვაქცინის გაკეთება მოუწევთ: ჯანმოს რეკომენდაცია

ეს ეხება მათ, ვინც დაავადება უსიმპტომოდ ან მსუბუქად გადაიტანა, მით უფრო რომ ჯერჯერობით დაუდგენელია, დაავადების შემდეგ რამდენი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება ანტისხეულები
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ახალი რეკომენდაციით, კორონავირუსზე უნდა აიცრან ის პირებიც, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს, იუწყება Sputnik-ბელარუსი.

როგორც ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა სუმია სვამინატანმა განაცხადა, ეს რეკომენდაცია განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც COVID-19 მსუბუქ ფორმაში ან უსიმპტომოდ გადაიტანა.

ჯანმო: უჰანში კორონავირუსის ინფექციის დაწყებისას 13 მუტაცია ცირკულირებდა

„ამ ადამიანებს არ გააჩნიათ ისეთი მძლავრი იმუნური პასუხი იმათთან შედარებით, ვინც დაავადება მძიმედ გადაიტანა“, - განაცხადა ჯანმოს სპეციალისტმა.

ამიტომ სვამინატანი მიიჩნევს, რომ უსიმპტომო პაციენტების ჯგუფი უნდა აიცრას. თუ მათ ორგანიზმში არის ანტისხეულები, ვაქცინის დოზის შეყვანა მათ რაოდენობას და, შესაბამისად, ორგანიზმის დაცულობასაც გაზრდის.

„კარგია ის, რომ იმუნური სისტემა ახდენს ერთი და იგივე ანტიგენის, ანუ ცილის იდენტიფიცირებას. ამგვარად, თუ თქვენ უკვე იყავით ინფიცირებული და მოგვიანებით მიიღეთ ვაქცინა, ის იმუნურ პასუხს გააძლიერებს“, - განაცხადა სვამინატანმა.

თუმცა ჯერ კიდევ დაუდგენელია, რამდენ ხანს ნარჩუნდება იმუნიტეტი. ამის გარკვევა ეპიდემიოლოგებსა და მეცნიერებს მიუწევთ.

ჯერ ისევ არ ვიცით: ჩინეთმა COVID-19-ის პირველწყარო ცხოველი ვერ დაადგინა

კორონავირუსის აფეთქება უჰანში გასული წლის ბოლოს დააფიქსირეს. ჩინელმა მედიკოსებმა ახალი დაავადების გამომწვევი 2020 წლის იანვარში დაადგინეს და მას სახელწოდება 2019-nCoV მიანიჭეს. ცოტა ხანში კი ახალმა დაავადებამ პირველი პაციენტი იმსხვერპლა.

2020 წლის მარტში, როდესაც ვირუსი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას მოედო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მისი გავრცელება პანდემიად აღიარა.

ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების თითქმის 110 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსით გამოწვეული გართულებებისგან 2,3 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.