ხატიაშვილი: მოძალადის ამოცნობა შესაძლებელია

ფსიქოლოგი გიორგი ხატიაშვილი საუბრობს იმ პირველ ნიშნებზე, რომელსაც მოძალადე მსხვერპლთან მიმართებაში ავლენს.
Sputnik
ხატიაშვილი: მოძალადის ამოცნობა შესაძლებელია
„მოძალადის ამოცნობა შესაძლებელია. პირველი ნიშანი არის ის, რომ მოძალადე ცდილობს მის მსხვერპლს იზოლირება გაუკეთოს სოციუმისგან, ცდილობს, რომ მარტო დარჩეს მსხვერპლთან ერთად. ამას სტრატეგიულად გეგმავს და იწყებს საუბარს, რომ „თქვენი მეგობრები არ არიან კარგი ადამიანები“, რათა თქვენ მათთან გაწყვიტოთ კავშირი. თქვენს გარშემო ეჭვქვეშ აყენებს ყველაფერს და იწყებს თქვენს დაკნინებას, რომ გაგრძნობინოთ, თითქოს თქვენ არ ხართ ფასეული“, – ამბობს გიორგი ხატიაშვილი.

ფსიქოლოგის განმარტებით, მოძალადე ყოველთვის ცდილობს აკონტროლოს მსხვერპლი. მოძალადე ასევე ცდილობს მსხვერპლს გარკვეულ მომენტში თავი შეაცოდოს და შემდეგ ამით მანიპულირებს.