როგორი ამინდი იქნება თბილისში ხუთშაბათს, 18 თებერვალს

დედაქალაქში ხუთშაბათს მოღრუბლული და ცივი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი მხოლოდ 2 გრადუსამდე გათბება.
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. თბილისში ხუთშაბათს, 18 თებერვალს მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი. 

ღამით ტემპერატურა მინუს 1 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით მხოლოდ 2 გრადუსამდე გათბება.

მზე 07:53 საათზე ამოვა და 18:37 საათზე ჩავა.