„ვარსკვლავიანი ცა“ ახალი ზელანდიის მღვიმეში

ვაიტომოს მღვიმე ტურისტებს უკვე 100 წელია იზიდავს თავისი „ვარსკვლავიანი ცით“, რომელსაც კლდოვან თაღებზე სოკოს კოღოები „ქსოვენ“. დიახ, ეს მოციმციმე „ჭაღები“, რასაც ვიდეოში იხილავთ, სხვა არაფერია, თუ არა კოღოების ქსელი.
Sputnik

ორმა ტურისტმა 30 საათი გაატარა მიწისქვეშეთში, რათა ეს ულამაზესი კადრები გადაეღო.

ერთ-ერთმა მათგანმა, ჯორდან პოუსტმა ამერიკულ National Geographic-ს უთხრა, რომ მღვიმეში გადაღებები სირთულით ასტროფოტოგრაფიას უტოლდება და კიდევ უფრო პრობლემატურია, ვინაიდან აპარატურას „ჭერიდან“ გამუდმებით ეწვეთება წყალი.

აღსანიშნავია, რომ ჯორდანი და მისი მეწყვილე ჯოანი არიან იმ ვიდეოს ავტორებიც, რომელმაც მათ 2015 წელს ჟურნალ New Zealand Geographic-ის პრემია „წლის ფოტოგრაფი“ მოუტანა.