ლავროვი: რუსეთი მზადაა ევროკავშირთან ნორმალური ურთიერთობებისთვის

ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში ამ დროისათვის ბოლო წლების ყველაზე სერიოზული კრიზისია.
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. მოსკოვი მზადაა დაუბრუნდეს ევროკავშირთან ნორმალურ ურთიერთობებს, მიუხედავად ამჟამინდელი კრიზისისა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

რუსეთი ევროკავშირთან თანამშრომლობის პირობებს ასახელებს

მისი თქმით, არჩევანი ბრიუსელზეა, თუმცა მოვლენების ნებისმიერი მიმართულებით განვითარება გამორიცხული არ არის.

„ჩვენ ვალდებული ვართ, მზად ვიყოთ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის. არჩევანი ევროკავშირზეა. თუ ის გადაწყვეტს, რომ ურთიერთობების აღდგენა საჭიროა, ამისთვის ჩვენც მზად ვიქნებით“, — განაცხადა ლავროვმა.

მინისტრის თქმით, ბოლო წლებში ყველაზე სერიოზული კრიზისის გამო ამჟამად რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებიდან თითქმის აღარაფერი დარჩა. მიუხედავად ამისა, მოსკოვი დიალოგისთვის მზადაა.