თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 15 თებერვლიდან ამუშავდა სკოლები - ახლა მოსწავლეები გაკვეთილებს საკლასო ოთახებში დაესწრებიან. მაგრამ, მშობლების გადაწყვეტილებით, ბავშვებს დისტანციურად სწავლის საშუალებაც ექნებათ.
ორშაბათიდან ქვეყანაში ასევე გაიხსნა ქუჩის კაფეები და რესტორნები. რამდენად კარგ გავლენას იქონიებს ეს კვების ობიექტებზე - ჯერჯერობით უცნობია. დაწესებულებებს სტუმრების მიღება მხოლოდ 20:00 საათზე შეუძლიათ და მხოლოდ სამუშაო დღეებში.
ოპოზიცია განაგრძობს მოქმედი შეზღუდვების გაპროტესტებას, ხოლო ხელისუფლება მათ გაუქმებას არ ჩქარობს, მინიმუმ იქამდე, სანამ ქვეყანაში ვაქცინა არ შემოვა.