ვითარება გზებზე: კალა–უშგულის მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები უამინდობის გამო მოქმედებს.
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სვანეთში საავტომობილო გზის კალა–უშგულის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 171-186 კმ მონაკვეთზე (კალა–უშგული) ტრანსპორტის მოძრაობა დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო აიკრძალა.

საქართველოში უამინდობაა. არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო გზების მთელ რიგ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.