თბილისის ცენტრში ხანძარს ებრძვიან

სპეციალისტები შეეცდებიან გამოარკვიონ, რა გახდა ძლიერი ხანძრის მიზეზი თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, მიტოვებულ შენობაში.
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. მეხანძრეები ქეთევან წამებულის გამზირზე მიტოვებული სახლის მეორე სართულზე გაჩენილ ხანძარს ებრძვიან, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ საგანგებო სიტუციების მართვის სამსახურში.

ცეცხლის ქრობაში 11 სახანძრო–სამაშველო ბრიგადა მონაწილეობს.

„ამ დროისათვის მოხერხდა ხანძრის ჩაქრობა და მიმდინარეობს სრული ლიკვიდაციის სამუშაოები. გარდა ამისა, სპეციალისტები ცეცხლით დაზიანებულ ფართობს ითვლიან", – განუცხადეს სააგენტოს სამსახურში.

ხანძრის გაჩენის მიზეზი დგინდება.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.