EUROBASKET-2022: ცნობილი გახდა საქართველოს კალათბურთის ნაკრების შემადგენლობა

საქართველოს ნაკრებმა EUROBASKET-2022-ის ოთხივე საკვალიფიკაციო მატჩი მოიგო და Е ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა დაასახელა გუნდის შემადგენლობა EUROBASKET-2022-ის ორ დასკვნით შესარჩევ მატჩზე, რომლებიც თბილისში 19 და 21 თებერვალს გაიმართება.

ქართველი კალათბურთელების შედეგიანი კვირა და ხვიჩა კვარაცხელიას გაურკვეველი მომავალი

სხვადასხვა მიზეზების გამო საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება რამდენიმე საკვანძო მოთამაშე. გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია (მოსკოვის „ცსკა“) ძალებს იკრებს ტრავმის შემდეგ, ხოლო აშშ-ში მოასპარეზე გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი ვერ ჩამოფრინდნენ.

ამასთან დაკავშირებით ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გუნდში გამოიძახა ერთი დებიუტანტი - გიორგი თვალაბეიშვილი, ასევე კახა ჯინჭარაძე, რომელიც ეროვნული გუნდის სახელით ბოლოჯერ ხუთი წლის წინ გამოდიოდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი - კონერ ფრენკამპი შეემატა. სავარაუდოდ, მაკფადენიც შეინარჩუნებს ქართულ პასპორტს, ხოლო ორ ამერიკელს შორის საბოლოო არჩევანს საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის წინ გააკეთებს.

თორნიკე შენგელია: ჩვენი ქვეყნისთვის პატარა გამარჯვებაც მნიშვნელოვანია

საქართველოს ნაკრები 19 და 21 თებერვალს თბილისში Е  ჯგუფის შესარჩევი ციკლის ორ დასკვნით მატჩს გამართავს. ილიას ზუროსის შეგირდები 19 რიცხვში სერბეთს შეხვდებიან, ორ დღეში კი ფინეთს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრებმა EUROBASKET-2022-ის ოთხივე საკვალიფიკაციო მატჩი მოიგო და Е ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე შესარჩევი ციკლი ფორმალური ხასიათისაა. საქართველო, როგორც 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა, ავტომატურად ფლობს კონტინენტის პირველობაში მონაწილეობის უფლებას.

საქართველოს კალათბურთის ნაკრებს კიდევ ერთი ამერიკელი შეემატა >>

2022 წლის ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში გაიმართება ოთხ ქვეყანაში - საქართველოში, იტალიაში, ჩეხეთსა და გერმანიაში.