ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ტრაილერებისთვის დაკეტილია

დანარჩენი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა მაგისტრალზე გაუჩერებლად, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით ხორციელდება
Sputnik

თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

საქართველო-რუსეთის საზღვარზე რიგში ასობით სატვირთო დგას

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზებზე შეზღუდვები თოვის და ლიპყინულის გამო დაწესდა.

მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.