საქართველო-რუსეთის საზღვარზე რიგში ასობით სატვირთო დგას

სტეპანწმინდა-ლარსის გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის ღიაა, მაგრამ რუსეთის მხრიდან ტრაილერების რიგი მაინც რჩება
Sputnik

თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსის“ რუსეთის მხარეს 220-ზე მეტი სატვირთო დაგროვდა, იუწყება Sputnik-სომხეთი.

„ხსნის გვირაბი“ - სომხეთი მიესალმება გზის გაყვანის შესახებ საქართველოს გადაწყვეტილებას

როგორც სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური რუს და ქართველ კოლეგებზე დაყრდნობით იუწყება, სტეფანწმინდა-ლარსის გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის თავისუფალია.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

საქართველოს სახმელეთო საზღვრები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო უცხოელებისთვის 2020 წლის მარტიდან ჩაიკეტა, ღიაა მხოლოდ ტვირთის გადამზიდავებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან.