თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 49 კოვიდინფიცირებული პაციენტი, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 168 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 15 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
- რუხის კლინიკაში იმყოფება 49 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 6,
- „სენამედის“ კლინიკაში - 31 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3,
- ფოთის კლინიკაში იმყოფება 35 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 4 პაციენტი,
- ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში - 17 პაციენტი, მათ შორის 2 მძიმე,
- აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში - 14 პაციენტი,
- „სენაკი ლაზიკა მედი“ - 22.
- პაციენტი დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა - 49.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 62 ადამიანი იმყოფება.
საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 357-ით გაიზარდა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 265 557-ს მიაღწია.
ნიკა ლატარია