როგორი ამინდი იქნება თბილისში სამშაბათს, 16 თებერვალს

სინოპტიკოსების პროგნოზით სამშაბათს დედაქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა პლუს 6-7 გრადუსამდე დაიკლებს
Sputnik

თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. თბილისში სამშაბათს, 16 თებერვალს წვიმა და ცივი ამინდია ნავარაუდევი.

მზე 07:55 საათზე ამოვა და 18:34 საათზე ჩავა.

ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება პლუს 2 გრადუსი, დღისით კი ჰაერი 6-7 გრადუსამდე გათბება.

დილით დაწყებული წვიმა დღის მეორე ნახევარში გაძლიერდება.