აქცია ხულოში - რას ითხოვს მოსახლეობა აჭარის მთავრობისგან

აჭარის ორი მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობამ რომლებიც სტიქიის შედეგად 1989 წელს დაზარალდნენ, მათთვის ბათუმში მდებარე სოციალურ სახლში გადაცემული ბინების გარემონტებას კვლავ ითხოვს.
Sputnik

თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების წაბლიანისა და წაბლიანის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

წაბლანის მცხოვრებლები მათთვის სამი წლის წინ გადაცემული დაუმთავრებელი ბინების გასარემონტებლად თანხების გამოყოფას მოითხოვენ.

პროტესტი ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ: კარვის დაშლას ხმაური და ერთი პირის დაკავება მოჰყვა

მათი განცხადებით, 1989 წელს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულებს სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით ბათუმში სამი წლის წინ ბინები გადაეცათ, თუმცა ე.წ. შავი კარკასის სახით.

მოსახლეობა მათთვის ბათუმში გადაცემული ბინების გარემონტებას მას შემდეგ ითხოვს, რაც სოფელ წაბლანში 2014 სხალთაში წელს ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების შემდეგ სასმელი წყლის პრობლემები შეიქმნა.

„220 კომლი პასუხს ვითხოვთ ხელისუფლებისგან გაგვეცით პასუხი... თუ დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში კიდევ პასუხი არ გექნება, აუცილებლად მივმართავთ რადიკალურ ზომას“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სოფელ წაბლანის მკვიდრმა დათო შაინიძემ.

აღნიშნული სოფლების მოსახლეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვს.

აქციის მონაწილეები აქციების გამართვას ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთანაც გეგმავენ.