ხანძარი ელიავას ბაზრობაზე - „მწველი“ ფოტოები

Sputnik

საწყობში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში, სადაც საღებავები და გუდრონი ინახებოდა, 12 სახანძრო ბრიგადა და ამდენივე სპეცტექნიკა იღებდა მონაწილეობას. ცეცხლის გავრცელების საფრთხე შემთხვევის ადგილზე მეხანძრეების ოპერატიულად გამოცხადების წყალობით აღიკვეთა.  

ხანძრის ლიკვიდაციას რამდენიმე საათი დასჭირდა. მეხანძრეების მუშაობას ართულებდა ის ფაქტი, რომ საწყობის სათავსოები დაკეტილი იყო და მათი შემტვრევა ხდებოდა საჭირო. გარდა ამისა, საწყობში აალებადი მასალებიც ინახებოდა, რაც სერიოზულ საშიშროებას უქმნიდა მეხანძრეებს და ისინი იძულებული იყვნენე, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოეჩინათ. 

ხანძრის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. დგინდება აალების მიზეზო და ხანძრით მიყენებული ზარალის რაოდენობა. 

1 / 12
ელიავას ბაზრობაზე ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ ქალაქის განაპირიდანაც კი ჩანდა
2 / 12
მეხანძრეები ოპერატიულად გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დიდი რაოდენობით იოლად აალებადი და ფეთქებადსაშიში მასალა ინახებოდა
3 / 12
საწყობში, სადაც ჩცეცხლი გაცნდა, გუდრონი და საღებავები ინახებოდა, რაც მეხანძრეებს მუშაობას ძალიან ურთულებდა
4 / 12
გარდა ამისა, საწყობის სათავსოები და შესასვლელები რკინის კარებით იყო ჩაკეტილი და მეხანძრეებს მათი შემტვრევა უხდებოდათ
5 / 12
მთლიანობაში მეხანძრეების მუშაობა შემთხვევის ადგილზე ორი სიტყვით შეიძლება შეფასდეს: სწრაფად და ფრთხილად
6 / 12
საბედნიეროდ, მეხანძრეებმა შეძლეს აღეკვეთათ ცეცხლის მეზობელ შენობებზე გადადების საშიშროება
7 / 12
წინააღმდეგ შემთხვევაში, ცეცხლი ელიავას სამშენებლო ბაზრის ტერიტორიაზე გადავიდოდა, რაც დიდი კატასტროფა იქნებოდა
8 / 12
ცეცხლის ძირითადი კერის ჩაქრობას რამდენიმე საათი დასჭირდა
9 / 12
მეხანძრეებს ფხიზლად და დაკვირვებით უნდა ემოქმედათ, ვინაიდან არსებობდა აფეთქების საფრთხე
10 / 12
რამდენიმე საათის შემდეგ ყველაფერი შედარებით კეთილად დასრულდა: ცეცხლი ჩაქრა და შენობის გარშემო ტერიტორია განადგურებას გადაურჩა
11 / 12
ახლა გამოძიება აალების მიზეზების დადგენაზე მუშაობს, ხოლო ექსპერტები ზარალს ითვლიან
12 / 12
ეს ელიავას ბაზარზე ან მის მახლობლად ხანძრის პირველი შემთხვევა არ არის. რაც ფრიად საგანგაშოა, ვინაიდან ცეცხლი შეიძლება უზარმაზარ ტერიტორიაზე გავრცელდეს და უმძიმესი შედეგებიც მოჰყვეს