ვითარება გზებზე: ნაქერალას უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა.
Sputnik

თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უფლისციხესთან მისასვლელ გზაზე ახალი ხიდი შენდება

უწყების ცნობით, ინტენსიური თოვის გამო ნაქერალას უღელტეხილზე (ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-60-ე კმ მონაკვეთი) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის თავისუფალია გზის დანარჩენ მონაკვეთებზეც, აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.